ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩევლები ჯარედ კიმბელი და დევიდ დევილერსი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
ახალი საპროცესო კოდექსი მირებულ იქნა 2009 წლის ოქტომბერში და 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში. კოდექსმა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა შემოიღო. საწყის ეტაპზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მხოლოდ თბილისის იურისდიქციის ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობებზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საპროკურორო განვითარების, დახმარებისა და სწავლების პროექტის ოფისი აშშ-ს საელჩოში 1999 წელს გაიხსნა, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მთავრობას უწევს.