ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, თუმცა საკუთარი წილის გაყიდვას აპირებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წილის გაყიდვას ვერ მოახერხებს, სხვაზე გადააფორმებს.
"მე მაქვს წილი ზოომაღაზიების ქსელში და ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვაპირებ, რომ გავყიდო ეს წილი, რომ არ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ბიზნესთან. ახლა საშინელი, კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის რუსეთში, და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ აბსოლუტური კრიზისია, მაშინ მე ამას გადავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს მართვის და ყურადღების თვალსაზრისით. ვისაც მიაჩნია, ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, კრედოდან გამომდინარე, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ მაღაზიების ქსელში რაღაც წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაყვეს იმას, ვისაც ენდობა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.