შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში".
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება და მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი.
"საქართველოში მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან აქტიურ მოთხოვნას.
ჩვენ გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ასევე ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და იმ რეესტრში, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოქალაქეების აქტიურობას ვაქცინის მოთხოვნასთან მიმართებაში.
საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩვენ ეტაპობრივად მიწოდებას ვზრდით. საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.