ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შევიდეს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ლევან ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების მიზეზად გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში", - განაცხადა ლევან ვასაძემ.