მილიარდერმა ბილ გეიტსმა და მისმა მეუღლემ, მელინდა გეიტსმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გეიტსები წერენ, რომ 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან, რადგან როგორც წყვილს პერსპექტივა არ აქვთ.
"დიდი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობებზე ბევრი მუშაობის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქორწინება დასრულებულიყო", - დაწერეს გეიტსებმა ტვიტერზე.
ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს 1980-იანი წლების ბოლოს შეხვდნენ, როდესაც მელინდა შეუერთდა ბილის მაიკროსოფტის ფირმას. მათ სამი შვილი ჰყავთ.
ისინი ერთობლივად მართავენ ბილ და მელინდა გეიტსის ფონდს.