აფხაზეთიდან დევნილები, სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ბინების გაყიდვის შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"აფხაზეთიდან დევნილებს სახელმწიფოს მიერ მათ საკუთრებაში გადაცემული ბინების გაყიდვის შემთხვევაში მოგების 12 პროცენტიანი გადასახადის გადახდა უწევდათ, რაც კანონით რეგულირდებოდა. აქედან გამომდინარე მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევდათ. ახლა რეგულირება იცვლება და დევნილები აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ საკუთარი ბინები ლეგალურად გაყიდონ და იქიდან შემოსული თანხა მთლიანად თავად მოიხმარონ," - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ცვლილებით საგადასახადო კოდექსის ინიცირება
პარალმენტის ბიუროს სხდომაზე 1 ნოემბერს მოხდა.
ის ძალაში 5 დეკემბრიდან შევა.