შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა "რესპუბლიკელებს" თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც აშშ-ში გამართული გუშინდელი არჩევნების შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პირველ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბარაქ ობამა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსის, პალატაში "რესპუბლიკელების" ლიდერ ჯონ ბონერს და "დემოკრატების" ლიდერ სტენი ჰოიერს ესაუბრა, რომლებთანაც თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა დააფიქსირა.
"პრეზიდენტი ობამა იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოხდება საერთო ენის გამონახვა და ნაყოფიერი მუშაობა ამერიკისა და ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, სენატში უმარვლესობას "დემოკარატები" შეინარჩუნებენ, ხოლო კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობით "რესპუბლიკელები" შევლენ.