ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ჰუსეინ ობამას ვიზიტისას, ინდოელმა წინასწარმეტყველმა სანჯაი ჯუმანმა ობამას სახელისა და გვარის ნუმეროლოგიური ანალიზი ჩაატარა.
ანალიზის შედეგად მან დაასკვნა, რომ კარგი იქნება, თუ ობამა სახელსა და გვარში კორექტირებას მახდენს. ეს, წინასწარმეტყველის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს მეტ წარმატებას მოუტანს.
სანჯაი ჯუმანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ჰუსეინ ობამას ურჩევს, სრული სახელიდან ასობგერა "ს" ამოიღოს.
წინასწარმეტყველის განმარტებით, ყოველი ადამიანის წარმატება დამოკიდებულია მის ნუმეროლოგიურ სახელსა და გვარზე, ასევე დაბადების თარიღზეც.