"თავისუფალი აზრის სახლი" და "7 ნოემბერი" 7 ნოემბერს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციას გამართავენ, რაშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ამის შესახებ დღეს, "თავისუფალი აზრის სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, თავისუფალი აზრის სახლის დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ და მოძრაობა "7 ნოემბრის" ხელმძღვანელმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადეს.
მათი თქმით, საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს, 7 სთ-ზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება და აქციაში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.
"თავისუფალი აზრის სახლი" გამოდის ინიციატივით 7 ნოემბერს, 7 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ ერთად ავღნიშნოთ "ღირსების დღე" და დავიწყოთ "ღირსების წიგნის" წერა. კონსულტაციები უკვე გაიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. 7 ნოემბერის, მიუხედავად მსოფლმხედველობითი სხვაობისა, პარლამენტის წინ ყველანი ერთად იქნებიან", - აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.