თურქეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომელიც ანკარისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა.
ამის შესახებ ამერიკული სამხედრო გამოცემა " Defense News" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის გარდა, სიიდან ასევე ამოღებულია - საბერძნეთი, ირანი, სირია და ერაყი.
აღნიშული გადაწვეტილება მიიღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ახალი ეროვნული უშიშრეობის სტრატეგია შეიმუშავეს.
სხდომას თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ხელმძღვანელობდა.
ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელის შემადგენლობაშიც პრემიერ-მინისტრი, ასევე ძირითადი მინისტრები და სამხედრო ხელმძღვანელობა შედის, ქვეყნის ეროვნული უშიროების სტრატეგიას ხუთ წელიწადში ერთხელ განიხილავს.