შარლ მიშელმა ეს დოკუმენტი რომ დადო, იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ამნისტიის ნაწილს უნდა დავთანხმებულიყავით?, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.
მისი თქით, არც თავად და არც დაზარალებულები საქმის კურსში არ იყვნენ ამნისტიის საკითხზე.
„ვისთვის კეთდება? იძულებული გავხდი, შეზღუდული რესურსი მაქვს ციხეში მყოფს, გამოსავალი ვნახე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ გამოიწვევენ. თუ არ გამოიწვევენ, ბუნებრივია, ძალაში არ არის. რაც მე არ მეხებოდა და ჩემს შესაძლებლობას აღემატებოდა, ჩემ მაგივრად თანხმობა განაცხადეს, რა უნდა ვქნა მე? 20 ივნისის თარიღის გარშემო მოძალადეების ამნისტია გამოიწვევს უფრო მეტ კრიზისს, ვიდრე კრიზისის განმუხტვას.
პირდაპირ გეტყვით, იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, გამიჭირდება შესვლა. 99.9% მე იქ არ და ვერ შევალ“,- თქვა მელიამ.