18 წლის ზემოთ მოქალაქეების "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.
მოელიან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხს 28 აპრილს განიხილავს