იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტს კარლო ქველაძეს და ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მადონა მგელაძეს დააჯილდოვებს.
ქართველებს საპატიო სიგელები იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადაეცემა.
როგორც საელჩოში განმარტეს, კარლო ქველაძემ და მადონა მგელაძემ საქართველოში საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა ასოციაცია 1990 წელს დააარსეს.
ორი ქვეყნის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გასამყარებლად, მათ მიერ ჩატარებული სამუშაო მრავალმხრივია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საქართველოში იაპონური კულტურისა და სპორტის პოპულარიზაცია, იაპონური საზოგადოებისთვის ქართული ლიტერატურისა და თეატრის გაცნობა ; 1991 წელს იაპონური ენის კურსების გახსნა თბილისში; იაპონელი ტურისტების ხელშეწყობა საქართველოში ჩამოსასვლელად.
2009 წელს ასოციაციის ფილიალი ბათუმში გაიხსნა.