ბათუმში დღეს "სიყვარულის" ქანდაკება გაიხსნა. ცერემონია ახალგაზრდა პიანისტის ბექა გოჩიაშვილის კომპოზიციების ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება, რომელიც ფოლადისგანაა დამზადებული, ბათუმის სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დგას.
7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი აშშ-ში მომუშავე ხელოვანი თამარ კვესიტაძეა.
სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და მან 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა.
მონუმენტის მცირე მოდელი უკვე წარდგენილი იყო ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა გამოფენაზე და ექსპერტებისაგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
"სიყვარულის" ქანდაკებისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ. 400 ათასი ლარი დაიხარჯა.
მონუმენტი ფოლადის მასალისგანაა დამზადებული.