პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი საკრებულოში და ფრაქცია "დედაქალაქის" წევრი ნათელა მაჭავარიანი აპროტესტებს ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ხაზების ნაწილის გაუქმების შესახებ.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მნიშვნელოვნი საკითხების გადაწყვეტა საკრებულოს გვერდის ავლით, ფარულად არ უნდა ხდებოდეს. სატრანსპორტო მომსახურეობის შეზღუდვა ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის ისედაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვინაიდან მგზავრებს მოუწევთ ტრანსპორტის გამოცვლა, რაც მეტ დროსა და ფინანსებს მოითხოვს.
"ჩნდება ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილებით ხდება სატრანსპორტო ბიზნესის მონოპოლიზება, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ", _ აცხადებს იგი.