3-4 ნოემბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჩატარდება სემინარი "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში". სემინარის თანაორგანიზატორები არიან საჯარო სამსახურის ბიურო, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), OECD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი SIGMA და ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.
სემინარის მიზანია, განიხილოს საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმისთვის საჭირო ძირითადი ელემენტები და გაიზიაროს ევროკავშირისა და OECD-ს ქვეყნების რელევანტური გამოცდილება.