ჰოლანდიელმა ფსიქოლოგებმა ჩატარებული კვლევისა და ექსპერიმენტების საფუძველზე დაადასტურეს, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კონკრეტული პრობლემისგან სულ მცირე ორი წუთით მოწყვეტა, ხოლო საუკეთესო ვარიანტია მისგან "ერთი ღამით დაშორება".
მეცნიერებმა ჰოლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებზე ჩატარებული კვლევისას, მათ სთხოვეს, აერჩიათ ავტომობილის მათთვის შეთავაზებული 4 მოდელიდან ერთ-ერთი. ყოველ მათგანს ჰქონდა 12 სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებელი, მაგრამ მხოლოდ ორი ოყო საუკეთესო მოედლი.
სტუდენტების ერთ ნაწილს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ დაუყონებლივ, ხოლო მეორე ნაწილს მისცეს ახალი ტესტი, რომელიც მათ აიძულებდათ პირველ ტესტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 5 წუთის დაგვიანებით მიეღოთ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეორე ჯგუფმა უფრო მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მეორე ჯგუფს მისცეს დრო, რათა ტვინს დამოუკიდებელ რეჟიმში ემუშავა და პრობლემის გადაწყვეტა მოგვიანებით მომხდარიყო.
"ქვეცნობიერმა მათ უკარნახა, სწორი გადაწყვეტილება", - აცხადებს ფსიქოლოგი მარტენ ბოსი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
მისი განმარტებით, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას იმავე მეთოდით ხელმძღვანელობა არის საუკეთესო შანსი პრობლემის დაძლევისა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ხოლო თუ პრობლემა "ითმენს", უმჯობესია გადაწყვეტილება ძილის მერე მიიღოთ, როდესაც ტვინი ყველაფერს "დაალაგებს" და სწორ გადაწყვეტილებას "გვიკარნახებს".