ამერიკელმა მეცნიერებმა სილამაზესთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ.
ევოლუციის პროცესში ქალები უფრო ლამაზები ხდებიან, ხოლო მამაკაცები თავიანთი "გამოქვაბულისდროინდელი წინაპრების დონეზე რჩებიან".
კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ლამაზ ქალებს 16 პროცენტით მეტი შვილი უჩნდებათ, ვიდრე სუსტი სქესის ჩვეულებრივ მოკვდავებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლამაზმანებს მეტწილად გოგოები უჩნდებათ, ვიდრე ბიჭები, რაც შესაბამისად დედამიწაზე ლამაზი ქალების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ლამაზი ქალის გულის მოსაგებად მეტწილად სიმპატიური მამაკაცები იბრძვიან, რაც შესაბამისად ხელს უწყობს უფრო დახვეწილი და ლამაზი ახალი თაობის წარმოშობას.
"ქალები სულ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები ხდებიან", - განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა პროფესორმა მარკუს იოკელამ.