ინტერნეტში სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის "ტინტინის თავგადასავალი: მარტორქის საიდუმლოება" პირველი კადრები გამოჩნდა.
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ტინტინი მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა რთული სიტუაციის დაძლევა უწევს.
ფილმი სამგანზომილებიან ფორმატში იქნება გადაღებული და მასში თანამედროვე ტექნოლოგიების "კასკადი" იქნება გამოყენებული.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ დენიელ კრეიგი, ენდი სერკისი, ნიკ ფროსტი და საიმონ პეგი. ფილმის პრემიერა 2011 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.