საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.
მისივე თქმით, აღნიშნული წინადადება პრეზიდენტ მიშელს მიაჩნია დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად.
კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.
„დღეს, დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.
ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.