რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა - ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ბრძანებაშია ნათქვამი.
"თეატრის მსახიობი ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით)", - ვკითხულობთ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.