კანადის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას პირველი კლასის მოსწავლე სკამს იზოლაციით მიაბა.
რამ აიძულა მას ეს ქმედება ჩაედინა განმარტებები არ კეთდება, თუმცა მისი საქციელი დიდი მსჯელობის საგანი გახდა.
ბავშვის დედამ მოითხოვა, რომ მასწავლებელი თავისი საქციელის გამო მკაცრად დაესაჯათ. აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და სკოლების რეგიონალური საბჭოს წარმომადგენელმა ლორი გრინმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ მასწავლებელი სათანადოდ დაისაჯა.
ლორი გრინმა ბავშვის დედას პირადად მოუხადა ბოდიში.
ლორი გრინმა არ განმარტა თუ რაში მდგომარეობდა მასწავლებლის სათანადო დასჯა, თუმცა მასწავლებელი ამჟამადაც აგრძელებს სკოლაში მუშაობას.