დაიწყებს თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღებამდე - საკითხზე იმუნიზაციის საბჭომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ჩინური "სინოფარმისა“ და "სინოვაკის" ვაქცინით იმუნიზაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში და საკმაოდ წარმატებულად. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე არსებული ყველა ვაქცინა თავის მთავარ დანიშნულებას - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირებას კარგად ასრულებს.