"მისია: შეუსრულებადი" მეოთხე ნაწილი ნომრის გარეშე გამოვა. ამის შესახებ ოთხივე ფილმში მთავარი როლის _ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტის ინატ ჯანტის შემსრულებელმა ტომ კრუზმა განაცხადა.
"ვოცნებობდი, რომ ყოველ მომდივნო ფილმს არ ქონოდა არავითარი ნომერი. პარამაუნტმა მეოთხე ფილმისთვის სრულიად ახალი სახელი მოიფიქრა, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ", _ განაცხადა მსახიობმა.
მისი თქმით, ახალ ფილმს "მისია: შეუსრულებადი მოჩვენებითი ოქმი" (Mission: Impossible Ghost Protocol) ერქმევა.
პირველი "მისია" რეჟისორმა ბრაიან დე პალმამ გადაიღო, მეორე ნაწილი ჯონ ვუმ, ხოლო მესამე ჯეფრი ადამსმა. ახალი "მისიის" რეჟისორი კი ბრედ ბერდია.
ფილმში მონაწილეობენ ჯოშ ჯოლოუეი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სერიალში "დაკარგულები" (Lost) შესრულულებული როლით, ასევე ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ (შარლოტა ქვენთინ ტარანტინოს "უსახელო ნაბიჭვრები"), საიმონ პეგი, პოლ პეტონი, ვლადიმერ მაშკოვი, ჯერემი რანერი და სხვები.
ფილმის მომქედება რუსეთში იწყება. სექტემბერში შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე აკრიფა კადრები წითელ მოედანზე, ცუმ-ის სახურავზე, ვასილევსკის დაღმართზე და სხვა ადგილებში. შემდეგ გადაღებები არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და კანადაში გაგრძელდა.
ახალი ფილმის პრემიერა 2011 წლის 16 დეკემბერს იგეგმება.