ანგოლამ შესაძლოა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (ოპეკი) თხოვნით მიმართოს ქვეყანაში ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდის შესახებ, ვინაიდან სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისათვის საჭიროებს თანხებს, რომლებიც უნდა მიიღოს ბუნებრივი რესურსების გაყიდვებიდან.
კითხვაზე, მოიპოვებს თუ არა ანგოლა ოპეკის მიერ დაწესებულ კვოტაზე მეტ ნავთობს, ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ხოსე დე ვასკონსელოსმა განაცხადა: " ჩვენ ამასთან მეტისმეტად ახლოს ვართ. ქვეყანა ამცირებს მოპოვებას, რათა შეესაბამოს ოპეკის მიერ დაწესებულ კვოტას".
ოპეკის მონაცემებით, დღეისათვის ანგოლაში ნავთობის მოპოვება შეადგენს 1.676 მილიონ ბარელს დღეში. ხოლო კვოტა შეადგენს 1.656 მილიონ ბარელს დღეში.
"ჩვენ ვცდილობთ ნავთობის მოპოვების კვოტის გაზრდას. ჩვენი ქვეყანა დიდი ხანი ცხოვრობდა საომარ სიტუაციაში. დღეს ჩვენ გვჭირდება რესურსები, რათა მოვახერხოთ აღდგენა", - განაცხადა ვასკონსელოსმა.