ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ნიკა მელიასთვის აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.