აშშ-ის 43-ე პრეზდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის მემუარების ერთი ნაწილი ინტერნეტში გამოჩნდა. წიგნი "საპასუხიმგებლო მომენტები" (Decision Points) გაყიდვაში 9 ნოემბერს გამოვა. თუმცა ინტერნეტ მაღაზია amazon.com-ის შეკვეთებში ის უკვე 29-ე ადგილზეა.
წიგნი იწყება სიტყვებით "ეს იყო მარტივი კითხვა: შეგიძლა გაიხსენო ბოლო დღე როდესაც შენ არ დათვერი?". შემდგომ ბუში უმცროსი წიგნში წერს თავის ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე, რომლის დაძლევაშიც მას რწმენა დაეხმარა.
სულ მემუარებში 14 თავია, რომელიც მისი ორი საპრეზიდენტო ვადის უმთავრეს მოვლენებს ასახავს. ერთ-ერთ თავში "ცეცხლიანი დღე" ჯორჯ ბუში აღწერს თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დღეს.
თავი "სურათი" ეძღვნება 2005 წელს ახალ ორლეანში ქარიშხლის შედეგად მიყენებული ნგრევის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ხოლო "ფინანსური კრიზისი - აშშ-ს ადმინისტრაციის მცდელობას 2008 წელს ფინსნსური კრიზისისას ბანკის Lehman Brothers გადარჩენას.
წიგნში ასევე აღწერილია კურიოზები, რომელიც ბუშს მისი პრეზიდენტობისას გადახდა.