ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ირაკლი ჯინჭარაძემ ტელევიზიიდან გაიგო.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა დაასახლეს, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ირაკლი ჯინჭარაძის განთავისუფლება მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს უკავშრდება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
საუბარია, ირაკლი ჯინჭარაძის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადბაზე, რომელმაც თქვა, რომ ის ბათუმის ბულვარისა და პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგია. ამ პერიოდში აჭარის მთავრობა შპს "ბათუმი თაუერისთის" პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას განიხილავდა.
ირაკლი ჯინჭარაძის ხმაურიანი გაცხადების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძე იძულებული იყო ამ საკითხზე მორატორიუმი გამოეცხადებინა, თუმცა ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროეტები არ შეჩერებულა.