ფილმის "უშენოდ მგონი მოვკვდები" პრემიერა დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება.
ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ კინოთეატრ "ამირანში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ფილმის გადადებას და დაგვიანებას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. ფილმი ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. ფილმი ბედისწერაზე, მეგობრობაზე და სიყვარულზეა. ფილმზე ხმის დაედება და მთლიანად მისი შეფუთვა მოხდა პრაღაში. მთავარი როლს გიორგი ზანგური და ირაკლი სანაია ასრულებენ,"-აღნიშნა ლევან თუთბერიძემ.
მისივე თქმით, ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო "I love you baby", მაგრამ ამ სახელით უკვე არსებობს რამდენიმე ამერიკული მხატვრული სურათი, ამიტომ მას "უშენოდ მგონი მოვკვდები" ეწოდა.
"ჩემთვის ეს იყო დებიუტი. ჩემი გმირი, ფილმის მიხედვით, მწერალია. ლექსი, რომელიც რეკლამაშია, ფილმის ნახვის შემდეგ თვითონ დავწერე, "-აღნიშნა მსახიობმა გიორგი ზანგურმა.
დებიუტი იყო, ასევე, ფილმში ია სუხიტაშვილისა და შორენა ბეგაშვილის მონაწილეობა.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 4 ნოემბრიდან გამოვა.