170 წლის წინათ, 1851 წლის 12 აპრილს, თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული არქივი ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ილუსტრაციები ფრანგული ჟურნალიდან „L’illustration Journal Universel“. 1851 წლის 25 ოქტომბერი. ილუსტრაციები ახლავს ფრანგი დიპლომატის, ედმონდ დე ბარერეს სტატიას ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით.
თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, თბილისში, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე იყო განთავსებული. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა.
შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა.