სკოლის მანდატურები თავშესაფარ „კათარზისს" ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მოხუცებს ტკბილეული გადასცეს. მანდატურებმა ერთი დღე „კათარზისის" მოხუცებთან ერთად გაატარეს.
სკოლის მანდატურების თქმით, მსგავს აქციებში მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, მათი მოვალეობების შესახებ, საზოგადოების ყველა ფენა იყოს ინფორმირებული.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა.