კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება დღეს, 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა.
2011 წელს ქვევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანამდე მიენიჭა, ასევე ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციას.
2013 წელს. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა იუნესკომ.