ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაიწყო.
ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დისციპლინა წარმატებით დაასრულა, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა და 222 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ლაშამ, ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - 211, 217 და 222 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი გამოვიდა – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე.
ირაკლი თურმანიძეც ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის დაკავება ვერ შეძლო.