სათაფლიის მღვიმე ტურისტების მიღებას ნოემბრის ბოლოდან შესძლებს. მისი განახლება უკვე დასრულებულია.
როგორც დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მღვიმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში "გაკეთდა ახალი მუზეუმი, აშენდა სასტუმრო, ვიზიტორი ცენტრი, ახალი ამფითეატრი, მოხდა დინოზავრთა ნაკვალევის კონსერვაცია და შეკეთდა მღვიმემდე მისასვლელი გზა".
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 200 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან განახლებულ მღვიმეში მუდმივ სამუშაო ადგილს 50 ადგილობრივი შეინარჩუნებს.
"საქართველოს ტურისტულ რუკაზე ნოემბრის ბოლოს სათაფლიის სახით ახალი ცენტრი გაჩნდება", - განმარტა მანჯგალაძემ.