საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის წევრები ლევან ვეფხვაძე, გიორგი ცაგარეიშივილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე 18 წლის მსჯვარდებულის გვანცა ყუფარაძის უპირობო განთავისუფლებას სთხოვენ.
ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"ვნაცა ყუფარაძე 4 წელია, მკაცრი რეჟიმის საპყრობილის სამარტოო საკანში იმყოფება, რაც არასრულწოლოვანის მიმართ პატიმრობის ყველა სახის საერთაშორიოსო სტანდარტების, კერძოდ კი გაეროს კონვეციის არასრულწლოვანი პატიმართა უფლებებია დარღვეული, რაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების თვალში იმიჯს უფუჭებს. თუ პრეზიდენტ სააკაშვილს თავის იმიჯი არ ადარდებს, მაშინ ქვეყნის იმიჯს მაინც გაუფრთხილდეს და გვანცა ყუფარაძე უპირობოდ შეიწყალოს", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, არც ერთი ქვეყნის პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, რომ 14 წლის მოზარდი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 4 წელი სამარტოო სააკანში გამოკეტოს, რასაც წამების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულების შეწყალება ხდება, გაუგებარია რატომ არ იწყალებს ქვეყნის პირველი პირი არასრულწლოვან მსჯვრდებულს.
შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, 14 წლის გვანცა ყუფარაძეს საკუთარი კლასელის ტყემალაძის მკვლელობის მცდელბის განსაკუთრებული სისტიკის ჩადენის გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 წლით პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.