საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ჟურნალისტებისთვის კონკურსი ჩატარდება.
კონკურსი ასევე ჩატარდება სამეცნიერო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობის (ნაქულბაქევის ვიზიტორთა ცენტრის მაგალითზე) თემაზეც).
კონკურსის მიზანია საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ დისკუსიის მხარდაჭერა
ახალი ტექნოლოგიების ცენტრში დანერგილი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის ინიციატივებისა და ტექნოლოგიების გაშუქების მხარდაჭერა მედიის საშუალებებით.
სამეცნიერო ინსტიტუციისა და ინოვაციური კომპანიის წარმატებული თანამშრომლობის ხელშეწყობა (საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია ვუდ სერვისის მაგალითზე)
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება სამი მიმართულება: ა. საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზანშეწონილობის გაშუქება
ბ. საზოგადოებრივ და კომერციულ შენობებში, საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვისა და გამოყენების გაშუქება.
გ. სამეცნიერო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ბეჭდვითი მედიის, ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები.
კონკურსის მხარდაჭერას უზრუნველყოფს თბილისის მერია და პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა NATELI".
კონკურსში მონაწილეობისთვის ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ 5 სტატია, რადიო და ტელეჟურნალისტებმა - 3 სიუჟეტი, საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებმა 10 ახალი ამბავი და ანონსი.
გამარჯვებული მიიღებს 700 აშშ დოლარს, ხოლო მეორე ადგილზე გასული 300 დოლარს.
ჟურნალისტებმა მასალა 2011 წლის 30 მარტამდე უნდა წარადგინოს, ხოლო პრიზების გადაცემა იმავე წლის 14 აპრილს მოხდება.
კონკურსის მხარდაჭერას უზრუნველყოფს თბილისის მერია და პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა NATELI".