დღეს, საქართველო პროკურატურის ინიციატივით, ისანი-სამგორის სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მსვლელობა მოაწყვეს.
საჯარო სკოლების 300-მდე უფროსკლასელთან ერთად სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა. ღონისძიება სოლოლაკის ხეივნიდან დაიწყო და ნარიყალაზე დასრულდა.
`მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრობა აარიდოს დანაშაულებრივ გზას, მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და არა დანაშაულის გამოსწორება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდობა ჩავრთოთ სპორტულ ღონისძიებებში,~ _ განაცხადა მთავარი პროკურორის I მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
მსვლელობა პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში მოეწყო, რომელიც საქართველოს პროკურატურაში 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.