მოსკოვმა და ვაშინგტონმა მოაგვარეს ყველა ორმხრივი პრობლემა, რაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხებოდა.
ამის შესახებ ჟურნალიტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფრომანმა განუცხადა.
"ამ დროისთვის ორმხრივ დონეზე ჩვენი მთავრი პრობლემები მოგვარებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორანიზაციაში გაწევრიანებისთვის", - აღნიშნა ფრომანმა.
მისივე თქმით, აშშ გაგრძელებს მრავალმხრივ მუშაობას ევროკავშირთან და სხვა ორგანიზაცებთან, რათა რუსეთი ვმო-ს წევრი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველოს მხარდაჭერა გადამწყვეტია. თუმცა ქართული მხარის განცხადებით, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ იგი ამავე ორგანიზაციის მოთხოვნებს დაკმაყოფილებს, კერძოდ კი საქართველოს ხელისუფლებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად გაკონტროლების საშუალებას.