გერმანია ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უჭერს მხარს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვიდო ვესტერველმა რუსეთის კოლეგა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის გაღრმავების მომხრე ვართ. ვიმედოვნებთ, რომ ამას ლისაბონის სამიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეს შედის არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების, არამედ რუსეთის ინტერესებშიც", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი გერმანიას სტუმრობდა.