"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს სხდომა 8 აპრილს გაიმართება. მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ უცნობია იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე.
მისივე თქმით, დაცვის მხარე გეგმავს შუამდგომლობების დაყენებას.
"ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი ამ სასამართლოზე, მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს.
ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს", - ამბობს ადოკატი გიორგი კონდახაშვილი.