ხვალ, 3 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე აღმოსავლური ტურნედან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი ჩინეთსა და ინდოეთში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებს. ნიკა გილაური ოქტომბრის თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც შეაჯამებს.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ჩინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს ჟანგ დეჯიანგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის წარმატებით ვითარდება, თუმცა შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.
ჩინეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ყველანაირად ახალისებს და მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსთან და განახორციელონ ინვესტიციები.
ნიკა გილაურმა წამოაყენა წინადადება ხელი შეეწყოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხროციელებას, რამაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის განვითარებას და ინვესტორთა მიმოსვლას უნდა განავითაროს. ჩინური მხარე არ გამორიცხავს თბილისის აეროპორტის სატრანზიტო პუნქტად გამოყენებას ჩინეთიდან ევროპაში განხორციელებული ფრენებისათვის.
გარდა ამისა, მხარეები შეეხნენ ჩინური კომპანიების მიერ თბილისში საბითუმო ბაზრის მშენებლობას, რომელმაც საქონლით მთელი რეგიონი შეიძლება მოამარაგოს. შეხვერდაზე განხილული იქნა ასევე ენერგეტიკაში თანამშრომლობის საკითხები.
"რამოდენიმე პროექტია, რომლის განხორციელება შეიძლება: საქართველოში ჩინური კომპანიებისთვის ლოგისტიკური ცენტრი, იმისათვის რომ ვაჭრობა ევროპასა და ჩინეთშ შორის გამარტივდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში.
საუბარია ფოთის პორტის გაფართოვებაზე, თეორიულად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმოების შექმნაზე, რომლებიც ივაჭრებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, თურქეთთან და შემოიტანენ ჩინურ ინვესტიციებს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით ნიკა გილაურმა პეკინში ჩინური კომპანიების China International Water & Electric Corporation, Free Trade Zone of Quingdao, Sino Hydro Corporation, China Railway Construction და Gezhouba Group ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრების დროს საუბარი შეეხო საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებას.
27 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პეკინშიჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ბანკის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. შესაძლებელია, რომ ჩინურმა ბანკმა თბილისში თავისი წარმომადგენლობა გახსნას.
შეხვედრა ასევე ჩინური გიგანტური Poly Group Corporation-ის ოფისში გაიმართა, რომელიც სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ საქონელს აწარმოებს და რამოდენიმე ტელეარხს და კონოთეატრების ქსელს ფლობს.
გადაწყდა, რომ შეიქმნება საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-საბჭო, რომელიც იმუშავებს ორივე მხარისათვის საინტერესო ეკონომიკურ საკითხებზე.
27 ოქტომბრის ნიკა გილაური ქართულ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა შანხაიში, სადაც საერთაშორისო გამოფენა World Expo. საქართველოს პავილიონი მინახულა.
პრემიერ-მინისტრი შანჰაის გლობალურ საფინანსო ცენტრში შანჰაის საფონდო ბირჟის პრეზიდენტსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების კომპანიაში Huawei-ს ხელმძღვანელებს შეხვდა.
"ჩინეთში, სინამდვილეში, რასაც ველოდებიოდით, იმაზე ბევრად უფრო დიდი ინტერესი დავინახეთ საქართველოსადმი გამომჟღავნებული. ალბათ, ეს ინტერესი მოდის იქიდანაც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასე ვთქვათ, ჩინეთის მხრიდან, რომ ჩინური ბიზნესები და ჩინური ინვესტიციები საქართველოსკენ წამოვიდეს. ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ეს ჩანდა, ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაში ჩანდა, რაც მთავარია, კომერციის სამინისტროსთან შეხვედრაში ჩანდა, რომ არის გადაწყვეტილება, განწყობილება ისეთი, რომ ჩინური ინვესტიცია საქართველოში შემოვიდეს. ჩვენ დავინახეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და კონკრეტული მოლაპარაკება გვქონდა უკვე იმ საწარმოებთან, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოში ბიზნესის კეთება. ლაპარაკია რამდენიმე ასეულ მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, ლაპარაკია, ვთქვათ, პორტის გაფართოებაზე, ლაპარაკია ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნაზე, ლაპარაკია სხვა ტიპის ინვესტიციებზერამოდენიმე კონკრეტული მოლაპარაკება გვქონდა იმ საწარმოებთან, რომლებსაც საქართველოშიბიზნესის კეთება აინტერესებთ. საუბარია ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაზე," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შანჰაიდან 30 ოქტომბერს ნიკა გილაური ინდოეთში გაემგზავრა. მუმბაიში პრემიერ-მინისტრმა Fინანციალ თიმეს-ის მიერ ორგანიზებუულ ფორუმში "Invest in Georgia" მონაწილეობა მიიღო და ინდოელ ბიზნესმენებს შეხვდა. ფორუმზე ნიკა გილაური სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა "ყველა, ვინც არის მოსული, ყველას აქვს კონკრეტული წინადადება, ანუ აქ არ მოსულა ბიზნესმენები, მხოლოდ საქართველოზე რომ მოისმინონ. საქართველოზე მათ, აღმოჩნდა, რომ ასე თუ ისე, სმენიათ და მოსულები არიან ძალიან კონკრეტული წინადადებებით. ახლა, ვთქვათ, უკვე შეხვედრები გვქონდა, ერთი ერთზე შეხვედრები, ზოგს აინტერესებს ახალი მეტალურგიული ქარხნის აშენება, ზოგს აინტერესებს ახალი ფეროს ქარხნის აშენება, ანუ, ლაპარაკია საწარმოებზე, დიდ საწარმოებზე, რომლითაც ისინი ივაჭრებენ ჩვენ რეგიონთან და ასევე ისინი შექმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს. მათ მოწონთ ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ".