მსოფლიოს ათი ქვეყნის ქართულ დიასპორაში საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი საპატიო წარმომადგენელი ეყოლება.
კანდიდატებს დღეს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დიაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიასთან ერთად განიხილავენ.
"ეს არის სიახლე. აქამდე ასეთი რამ არ არსებობდა. ეს ადამიანები დაგვეხმარებიან საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციაში. ეს არის ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაიამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 მთავრობის კანცელარიაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ მირზა დავითაიასთან სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანო - საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება.