დღეიდან, პირველი აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული მთავრობის კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
კერძოდ, დღეიდან იხსნება კინოთეატრები და თეატრები. რეგულაციების დაცვით წარმოდგენებს უკვე მაყურებლებიც დაესწრებიან.
დღეიდან გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.
მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმე ეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი - ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.