საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ ,- განაცხადა ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით.
„რაც შეეხება აცრას, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ. არანაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მათი მიდგომა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.