მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
"არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ვაქცინის დოზის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგული არის მხოლოდ 3%-მდე დოზა, ეს არის 181 დოზა და შემდგომში რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდოდ, დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატა 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები.