მზად ვართ, ჩამოვიყვანოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც შეუძლია, შეისწავლოს თითოეული საქმე და დაადგინოს, მელია ხელმძღვანელობდა თუ არა პარლამენტში შემოჭრას, ჯაფარიძე-ხაზარაძე ათეთრებდნენ თუ არა ფულს, დაადგინონ, გვარამია აკოტრებდა თუ არა ტელევიზიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
„ჩვენ მზად ვართ, ჩამოვიყვანოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც შეუძლია, შეისწავლოს თითოეული ეს საქმე და დაადგინოს, მელია ხელმძღვანელობდა თუ არა პარლამენტში შემოჭრას, ჯაფარიძე და ხაზარაძე ათეთრებდნენ თუ არა ფულს, შეისწავლონ და დაადგინონ, გვარამია აკოტრებდა თუ არა ტელევიზიას და ა.შ. პოლიციელების თემა, ყველაფერი შეისწავლონ, ჩამოვიდნენ და შეიწავლონ. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ყველა დასკვნას, მაგრამ მთავარია, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ყველამ ერთად შევისწავლოთ, რა ხდებოდა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რა ხდება სასამართლო სისტემაში, არსებობს თუ არა სასამართლოში რამე სისტემური პრობლემა, არსებობს თუ არა პრობლემური ქეისები სასამართლო სისტემაში და ა.შ. ჩვენ ვართ მზად ყველასთან თანამშრომლობისთვის, ერთად შევისწავლოთ თითოეული დეტალი, რაც უკავშირდება საქმეებს. ეს ყველაფერი არის შესასწავლი“, – განაცხადან ირაკლი კობახიძემ.