დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს. მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.