უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.