დღეს, 2 ნოემბერს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე დაბალი ძაბვის # 5000 ცენტრალურ გამანაწილებელი პუნქტის ტრანსფორმატორზე კომპანია "თელასის" მიერ პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების მიზნით, კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება ჩოლოყაშვილის, კრწანისის, ნადიკვარის, გორგასლის, ორთაჭალის, გულიას, გრიშაშვილისა და ბევრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: მე-4 სამშობიაროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალს, კრწანისის რაიონის სახანძრო დაცვის სამსახურს, ავტოსადგურს, # 1 საპყრობილეს და გორგასლის ქუჩაზე მდებარე წყალსადენს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი გათიშვის შესახებ კომპანიამ წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.