7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის წაიკიტხავენ ლექციას "ტრადიციული დოკუმენტურიდან ახალი მედიის პლატფორმისაკენ" (აღმაშენებლის გამზ. # 40). ეს არის ლექცია ახალ მედიასაშუალებებზე, რომლებიც კლასიკურ დოკუმენტურ ფილმებს ანაცვლებს. განხილული იქნება: წებ დოკუმენტური ფილმები და მათი შექმნის პრინციპები. თვალსაჩინოებისთვის ნაჩვენები იქნება ფრანგი პროდიუსერის ალექსანდრე ბრაშეტის წებ დოკუმენტური ფილმი - Gაზა/ შდეროტ.
ლექცია მოიცავს სამ მიმართულებას: 1) ანუკ სლაუზერი, სცენარისტი; რეჟისორის თანაშემწე, რედაქტორი, ახალი მედია. "დროისა და სივრცის თხრობითი დეკონსტრუქცია"; 2) ზუტ დერკსი, ახალი მედიის მკვლევარი მაგისტრი. ახალი მედიის ხელოვანი. UVA (frij Universitijt van Amsterdam) ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი 2007-09. Independent artist's institute დამოუკიდებელ ხელოვანთა ინსტიტუტი) 1987; 3) ჯანეტ გრუნენდალი, DasArts- ასპირანტურა. მაგისტრი. ცეკვის და თეატრალური შემეცნების დაწინაურებული მკვლევარი, რეჟისორი.